ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 წყალბადის ზეჟანგის დაშლა სხვადასხვა კატალიზატორის გამოყენებით

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის "ევროპიუმის" წევრებმა გამოიკვლიეს წყალბადის ზეჟანგის დაშლა სხვადასხვა კატალიზატორის გამოყენებით. კატალიზატორად გამოყენებულ იქნა მანგანუმ(IV)-ის ოქსიდი, უმი ხორცი და სტაფილო. ცდით გამოიკვლიეს და დაასახელეს წყალბადის პეროქსიდის დაშლისას მიღებული პროდუქტები. გამოყოფილი ჟანგბადის ბუშტუკების რაოდენობის მიხედვით იმსჯელეს რეაქციის სიჩქარეზე, სხვადასხვა კატალიზატორის გამოყენებით. აღნიშნული საკითხი დააკავშირეს H2O2-ის გამოყენებასთან მედიცინაში-თუ რატომ გამოიყენება წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი ჭრილობების დასამუშავებლად. აღნიშნეს, რომ ამ დროს სისხლის კომპონენტები ასრულებენ კატალიზატორის ფუნქციას, რაც იწვევს წყალბადის პეროქსიდის სწრაფ დაშლას და აქაფებას.

ნანახია 1680-ჯერ